აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს.
„საქმე ეხება უკრაინას და რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობას, რათა ეს ომი ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ეს პირდაპირ კავშირშია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ეს ვლადიმერ პუტინს ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის კარტ-ბლანშს მისცემს. ეს გააძლიერებს სი ძინპინს. ეს არ არის კარგი არც ჩვენი მოკავშირეებისთვის და არც მოწინააღმდეგეებისთვის“, – განაცხადა შაჰინმა Fox News-თან ინტერვიუში.
კომენტარები
