ლუზერების მორიგი ლუსტრაცია ვიხილეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ხალხი არ გაჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის პლაკატებია, არავინ მივა.
„გგონიათ, რომ ოპოზიციას ხუთი ათასზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს, რა თქმა უნდა, ჰყავს, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ წინა პლანზე იდგნენ ზონდერ მინისტრები, ხალხს სააკაშვილის, მთავარი მწამებლის პლაკატებით მიუძღვებოდნენ და ასევე გვერდზე იყო ზონდერ პროკურორი გვარამია, კეთილშობილების მანტია რომ აქვს დღეს მოსხმული, ვინ მივა ამ აქციაზე, „ჩერგო“ და მისი ქმარი აქციის სიმბოლოები რომ გახდებიან, იქ მათი მხარდამჭერებიც არ გავლენ. თვეზე მეტია ემზადებიან, რა თანხები არ დახარჯეს, ხალხი მაინც ვერ მიიყვანეს. ვიდრე აქციაზე იყო ხალხი, სოციალურ ქსელში უფრო მეტი „ფოლოვერი“ გვყავს. მათ მომავალი არ გააჩნიათ. შეუძლებელია, მწვალებელი იყო, შემდეგ დემოკრატიის მანტია მოისხა და ხალხი გაგყვეს. 26 მაისს მცდელობა იყო, რომ ლუზერებს, გვარამიას, „ჩერგოს“ პატრონებისთვის ეჩვენებინათ, აქ ვართ და მეტი დაფინანსება გამოუშვითო. ეს ჩაუვარდათ, რადგან პულსი არ ესინჯებათ. შეუძლიათ, ისეირნონ, ამას ხელს არ ვუშლით – შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები“, – განაცხადა ზარქუამ.
