ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს.
„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის. თანხა გამოვართვი, მხოლოდ რაზეც ვიყავით შეთანხმებული – 1000 ლარი, ტრანსპორტირების თანხა, ჯარიმას და მანქანის გამოყვანას მე მივხედავ-მეთქი”, – აცხადებს ავტომობილის მძღოლი ირაკლი დუაშვილმა.
მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.
„დიახ, გუშინდელ აქციაზე მე ვიქირავე მანქანა და მე დავუკავშირდი ირაკლის. გადავუხადეთ კუთვნილი ანაზღაურება”, – წერს მაცაბერიძე.
მეტი დეტალის გარკვევა „ქრონიკამ“ „დროა“-ს წევრთან, გიგა ლემონჯავასთან სცადა, თუმცა, ის კითხვებს არ პასუხობს.
კომენტარები
