გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა, როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გიორგი კანდელაკმა არაერთი ტყუილი თქვა.
„ეს ხომ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. ლაპარაკობს ირანთან დაკავშირებით და იცით, რამდენი ტყუილი თქვა მან, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მინიშნებები იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ჩვენს ვაჭრობას, როდესაც ექსპორტი გაქვს 0,5 პროცენტი და იმპორტი 1,5%, იქ საუბარი ზედმეტია სანქციების გვერდის ავლაზე. როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს აშშ-ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
