აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანზე სამხედრო იერიშებს იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ვერ მორიგდებიან.
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, თუ რა პირობებში განაახლებდა ვაშინგტონი სამხედრო მოქმედებებს, ტრამპმა უპასუხა:
საბოლოო ზღვარი არის შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის კარგი და მისაღები არ იქნება.
„ჩვენ პროცესს ვაკვირდებით და ვნახავთ, რა მოხდება“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით უკვე დაამარცხა.
კომენტარები
