ძალიან კარგად გვახსოვს, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებმა რა უბედურება დაატეხეს საქართველოს, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
დეპუტატი გორში მომხდარ მძიმე ინციდენტზე ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა.
„სისხლით მორწყეს არაერთგზის რუსთაველი და არა მარტო რუსთაველი და უამრავი ოჯახი გააუბედურეს. გვახსოვს ის შემზარავი კადრები და ასეთი ადამიანები დღეს გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე და მორალს გვიკითხავენ“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
კომენტარები
