აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განაცხადებით, ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ბესენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში მიიღეს.
ირანული მედიის ცნობით, თეირანი მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის დაწყებამდე გაყინული ირანული სახსრებიდან 12 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას ითხოვს.
Sky News-ის ინფორმაციით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ორივე მხარე ერთმანეთს ბრალდებებს უყენებს, თუმცა უშედეგოდ.
კომენტარები
