აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპის ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეპოქა, როცა შეერთებული შტატები მდიდარი ქვეყნების თავდაცვას აფინანსებდა დასრულდა.
როგორც ჰეგსეტმა სინგაპურში ერთ-ერთ ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამერიკას სჭირდება პარტნიორები და არა პროტექტორატები.
„როცა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს სცდება, ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად, დრამისა და მორალისტობის გარეშე. ვფიქრობ, დასავლეთ ევროპამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ეს არის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვემხრობით. ეპოქა, როცა შეერთებული შტატები მდიდარი ქვეყნების თავდაცვას აფინანსებდა, დასრულდა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და არა პროტექტორატები. ჩვენ ვისწრაფვით კავშირებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო პასუხისმგებლობაზე და არა დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
