ჩვენ მათგან ველოდებით მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებასთან და გადატვირთვასთან დაკავშირებით, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მათგან ველოდებით მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებასთან და გადატვირთვასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, სადაც საუბარია ოპოზიციის დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური ნაბიჯები აზიანებს როგორც სახელმწიფოს, აზიანებს მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას და ადამიანებს, რომლებმაც ხმა მისცა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ფაღავამ.
25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელი აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
