ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ლიბანის პრეზიდენტის ჟოზეფ აუნის განცხადებას იმის შესახებ, რომ ლიბანი, თითქოს, ირანისთვის გასაცვლელ მონეტას წარმოადგენს.
„ბატონი აუნის კომენტარებით რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ირანმა მოახდინა ლიბანის ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია, ლიბანელების მეოთხედი განდევნა და ყოველ დღე ქვეყანას ბომბავს. ლიბანი ირანისთვის გასაცვლელი მონეტა რომ ყოფილიყო, ჩვენ დიდი ხნის წინ დავდებდით გარიგებას. გადაარჩინეთ ლიბანი თქვენი ნამდვილი მტრისგან, ბატონო პრეზიდენტო“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, გუშინ ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი ლიბანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში გასაცვლელ მონეტად იყენებს.
კომენტარები
