თურქეთსა და საქართველოს აქვთ მყარი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, კეთილმეზობლობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ხედვებზე, – განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სტამბოლში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა.
მისი თქმით, თანამშრომლობა მოიცავს ფართო სპექტრს – ეკონომიკას, ვაჭრობას, ჯანდაცვას ტურიზმს, კულტურის სფეროს და ეს პარტნიორობა მყარდება დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე.
„თურქეთსა და საქართველოს აქვთ მყარი პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, კეთილმეზობლობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ხედვებზე. წლიდან წლამდე ჩვენი თანამშრომლობა ფართოვდება და ხდება კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითი რეგიონში. თანამშრომლობა მოიცავს ფართო სპექტრს – ეკონომიკას, ვაჭრობას, ჯანდაცვას ტურიზმს, კულტურის სფეროს და ეს პარტნიორობა მყარდება დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე. ამის მაგალითია მაღალი დონის ვიზიტები. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ასზე მეტი ასეთი ვიზიტი შედგა. როგორც ჩანს, ეს პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა ბაირაქტარმა.
