ამერიკელი მომღერალი ოლივერ თრი რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ-დასავლეთით, რეკრეიო დოს ბანდეირანტესის რაიონში, ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად დაიღუპა. ავიაკატასტროფას, საერთო ჯამში, 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 5, მათ შორის მუსიკოსი და არგენტინელი იუთუბერ-ბლოგერი გასპარ პრიმა, ერთ ვერტმფრენში იმყოფებოდა. მეორეში კი მხოლოდ პილოტი იჯდა.
შეჯახების შემდეგ ვერტმფრენები ელექტრომობილების პარკინგზე ჩამოვარდა. ცეცხლი მინიმუმ 20 ავტომანქანას გაუჩნდა. შეჯახების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ოლივერ თრი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა When Iʼm Down, Life Goes On, Alien Boy და Hurt. სიმღერაზე All You Ever Wanted ვიდეორგოლი მომღერალს საქართველოში, დიდგორის მონუმენტთან ჰქონდა გადაღებული. ის 32 წლის იყო. მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
