იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, – განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
ელისო ბოლქვაძის თქმით, პირველ რიგში, ეს საქართველოს გამარჯვებაა
„იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს გამარჯვება. ფესტივალი, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს და რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, აი, ეს ფესტივალები არის იუნესკოს ქუდის ქვეშ. საერთაშორისო აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ყოველთვის უნდა იყოს მიციმციმე ვარსკვლავი და ხელოვნება იქნება ყოველთვის წინა პლანზე წამოწეული“, – აღნიშნა მინისტრმა.
