არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტს ვერ და არ აშენებდნენ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მათ პირობები ოცჯერ შეუცვალა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკაში ანაკლიის პორტის გამო მოვიდნენ.
„საქართველოს კონსტიტუციაშიც კი შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა, რათა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ინვესტორების მოსაზიდად ხელშეწყობა ჰქონოდათ. მათ არცერთი საერთაშორისო არბიტრაჟი არ დაუტოვებიათ, რომელიც არ წააგეს. ისინი ცდილობდნენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი ამოეღოთ, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდნენ. ვიცით, რომ ისინი პოლიტიკაში ანაკლიის პორტის გამო მოვიდნენ და პოლიტიკას თავი შეაფარეს. ახლა ისინი ამ პორტის სხვა ქვეყნების მართვაში გადაცემაზე საუბრობენ, რაც ერთი მხრივ, ნონსენსია, მეორე მხრივ კი ხაზს უსვამს მათ სურვილებს, რომ საქართველოს მმართველობაში სტრატეგიული ობიექტები არ იყოს და ქვეყანა გარე მმართველობაზე უნდა იყოს დამყარებული, ამას ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა გორდულაძემ.
