დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.
„დაკავებული ჯერჯერობით არ მინახავს. ვგეგმავ, ორშაბათს ან სამშაბათს რომ მოვინახულო. ბრალი წაყენებული აქვს 2025 წლის ოქტომბრის თვეში და იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.
კომენტარები
