რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.
მან ევროკავშირის ძირითად პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება.
„ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს აერთიანებს და ეს პრინციპები უნდა დაიცვას ყველა იმ სახელმწიფომაც, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
კომენტარები
