სამშენებლო კომპანია “ანაგი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”❗საზოგადოების საყურადღებოდ
ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ცალკეული კომპანიები სამშენებლო კომპანია ანაგის სახელწოდებასა და ლოგოს იყენებენ ან მიმსგავსებულ სახელწოდებას/ვიზუალურ სტილს ირჩევენ, რაც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას იწვევს.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ფეისბუქ გვერდი “Qvanagi – ქვანაგი”, რომელსაც სამშენებლო კომპანია ანაგთან არანაირი კავშირი არ აქვს.
გაცნობებთ, რომ:
ანაგი არ არის დაკავშირებული არცერთ კომპანიასთან ან გვერდთან, რომელიც ჩვენი სახელის ან ლოგოს მსგავს აღნიშვნებს იყენებს. კომპანიის ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური არხებით.
გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: სანამ რომელიმე კომპანიას ანაგის სახელით ან მისი მსგავსი აღნიშვნით ენდობით, გადაამოწმეთ ინფორმაცია ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან ვებგვერდზე.
კომპანია აქტიურად მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად და გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას.
სამშენებლო კომპანია ანაგი”
