ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან ვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გულისხმობს.
კომენტარები
