საქართველოს პირველი არხის პროდიუსერი, არაერთი გადაცემის ავტორი მზია ლომთათიძე გარდაიცვალა.
მზია ლომთათიძე ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა პირველი არხის შემეცნებით-გასართობი, საბავშვო პროგრამების, ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების რედაქციებში, შემოქმედებითი გაერთიანება „ხელოვნების“ თეატრალურ განყოფილებაში და სხვა. იყო სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერი.
ბოლო წლებში მზია ლომთათიძის ავტორობითა და პროდიუსერობით იქმნებოდა გადაცემები – „ძველი აფიშა“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“.
მისი ავტორობით მომზადებული არაერთი გადაცემა არის პირველი არხის ოქროს ფონდის კუთვნილება და მრავალ თაობას შემოუნახავს უნიკალურ აუდიო-ვიზუალურ მასალას.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მზია ლომთათიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
