ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის, – განაცხადა ნიკო ხურცილავას სასამართლო სხდომის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილზე საუბრისას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაძემ.
მისივე თმით, მისი ბაბუის, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზეა გაზრდილი თაობები. ამდენად, მომხდარს იგი „ღირსებისთვის ბრძოლად“ მიიჩნევს.
„ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი პერიოდი არის ბავშვობა. დღევანდელ საქართველოში ყველა არის ბაბუაჩემის გაზრდილი, რადგან არ არსებობს ოჯახი, რომ ბაბუაჩემის საბავშვო ლექსებზე, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონზე“, კუკარაჩაზე“ არ გაზრდილიყვნენ. ამიტომ, ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის – „ჰელადოსიც“, „თეთრი ბაირაღებიცა“ და „კუკარაჩაც“, ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი მწერალი რომ ჰგონიათ“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა.
ნოდარ მაჭარაძემ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
„ჩემი ოჯახი გვერდით ედგა ნიკა ხურცილავას“, – დასძინა მაჭარაძემ.
ოპოზიციის აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
