საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ჯო უილსონი სამარცხვინო კლოუნია.
„სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში და საბედნიეროდ, ძალიან მცირერიცხოვანია ეს ჯგუფი, მაგალითად, იგივე ბატონი გეგელია, ამერიკაში რომ იყვნენ ჩასულები, ჯო უილსონს რომ შევხვდითო, ვუთხარი რომ ქართველი ხალხი თქვენ გაღმერთებთო. ძალიან მძინე მდგომარეობაშია ეს ჯგუფი და მადლობა ღმერთს, ძალიან მცირერიცხოვანია ეს ჯგუფი. დანარჩენი, საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, „ფარას“ დოკუმენტაციითაა დადასტურებული. ადამიანი, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს. ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს. ადამიანი, რომელიც თავისი დელეგაციის ხელმძღვანელმა თვითმფრინავში ბორტზე არ აუშვა ამერიკაში დასაბრუნებლად. სამარცხვინო კლოუნი. მასზე რომ დებენ ფსონს აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, წარმოიდგინეთ რა მძიმე მდგომარეობაში არიან. ესეც ერთ-ერთი კომპონენტია, რითაც შეგვიძლია მივხვდეთ. შესაბამისად, ეს არის სასაცილო ადამიანია. აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. შესაძლოა თავისი ასაკის გამო ძველი კოლეგები პატივს სცემდნენ. ამით შემოიფარგლება მისი პოლიტიკური წონა. რას გააკეთებს, სად რას შეიტანს, რას დაანიცირებს, საერთოდ არ გვაინტერესებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებს დღევანდელი ადმინისტრაცია ბატონი ტრამპის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, ჩვენ საქმე მათთან გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯებს მათგან ველოდებით“, – აღნიშნა მან.
