ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გარდაიცვალა. მას საავადმყოფოში მიყვანისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.
ავარია კახეთში დღეს დილით მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები
