ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი სოფელ გავაზის მკვიდრი, 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია.
ექიმის ინფორმაციით, მას საავადმყოფოში მიყვანის დროს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები
