სოციალურ ქსელში ოპოზიცია და მათი აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.
ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტში მითითებული პიროვნება ქვეყანაში არ ცხოვრობს და მეტიც, მის მიერ საზღვრის გადაკვეთა არ დასტურდება. ასევე ყალბია ის პირადი მონაცემები, რომელიც ამავე წყაროებიდან ვრცელდება.
ღია წყაროებში იძებნება ტელეგრამში გავრცელებული პოსტი რუს სამხედრო ოფიცერზე სერგეი ნიკოლაის ძე პრიტულაზე, რომლის მიხედვით სწორედ მას ეკუთვნის ზემოაღნიშნულ პოსტში მითითებული ყველა მონაცემი თუმცა საქართველოში შემოსვლა არც მას უფიქსირდება. მმართველი გუნდისთვის ეს ფაქტი იმის ლუსტრაციაა, თუ როგორ ცდილობენ სიცრუის ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაშინებას.
