გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, სამართლის წარედგინება ყველანაირი მტკიცებულება.
„ჩვენ ყველა მტკიცებულებას წარვუდგენთ სასამართლოს იმისთვის, რომ დადასტურდეს მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და თუკი სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს, ბუნებრივია მათთან მიმართებაში გამოყინულ იქნება კანონით გათვალისწინებული ის ადმინისტრაციული სანქციები, იქნება ეს ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გაწერილი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
