დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“დალოცვილი გვარების საყურადღებოდ!
წლების განმავლობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნდეტარესი ილია II საგვარეულო ერთობებს ლოცავდა.
გვარების საერთო საჭიროებების გარშემო გაერთიანების ტრადიცია, ლოცვასა და საეკლესიო მსახურებაში ჩართვა და გვარების დალოცვა კვლავ გრძელდება.
ამ პერიოდში დალოცვილი გვარები 2 აგვისტოს, ილიაობა დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო III -ს წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეხვედრისთვის ემზადებიან. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მობრძანდეთ საგვარეულო ხატებით.
2 აგვისტოს საორგანიზაციო საკითხებს ხელმმძღვანელობს
საგვარეულოთა წინამძღოლთა დარბაზი,
ბატონი ირაკლი ბრეგვაძე 514 09 09 44,
ბატონი შოთა ზედგენიძე 577 57 12 67″
კომენტარები
