ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, – აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
ამ კომენტარით დეპუტატი ეხმაურება გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს.
„თუ არ მოხდა ყველა ქვეყნის ნება სურვილის გათვალისწინება, რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი, გამოდის, რომ მმართველობის იმ ფორმას ძალიან უახლოვდება, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა“, – აცხადებს მათიკაშვილი.
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
