ირაკლი ჭეიშვილი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება. დეპუტატის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის განცხადებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თანხების მიღებით არის განპირობებული.
„ამ ადამიანს ფულს უხდიან და იმიტომ აკეთებს [ამას]. ყოველივე აქტის მიღებასა თუ დაინიცირებაში ჯო უილსონს უხდიან კონკრეტულ თანხას და იმიტომ არის ასეთი აჟიტირებული. ძალიან კარგად გვესმის ჩვენ, რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება და ჯო უილსონი არ არის ახალგაზრდა და მსგავსი კომენტარები და განცხადებები სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაეკეთებინა. დღეს 20 წლის რომ ყოფილიყო ჯო უილსონი, ვეტყოდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პატარა იყო და შეიძლება რაღაცებს არ კითხულობდა და ვერ იგებდა. სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ რამე ხდებოდა, იყო სააკაშვილის პერიოდში“, – აცხადებს ჭეიშვილი.
