სომხეთის ისტორიაში პირველად, სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II და სომხური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი სულიერი საბჭოს ექვსი წევრი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
საქმე სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებას უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, სასულიერო პირებმა არ შეასრულეს სასამართლოს განჩინება, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის თანამდებობაზე აღდგენას ეხებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქმე სომხეთის ხელისუფლებასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის ბოლო პერიოდში გამწვავებული დაპირისპირების ფონზე განიხილება.
ანალიტიკოსების შეფასებით, მოქმედი კათოლიკოსის სასამართლო პროცესი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა.
კომენტარები
