დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში მებრძოლი ქართველი სამხედროების მისამართით გაჟღერებული ბრალდება არის ძალიან მძიმე განცხადება და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ქართული სახელმწიფოსა და ჯარის შეურაცხყოფაა.
„ესეც არის გაგრძელება იმ ჰიბრიდული ომის, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოს და ქართული ჯარის წინააღმდეგ.
წარმოუდგენელია, მოისმინო ის სიტყვები, რაც მოვისმინეთ და დატოვო რეაგირების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება, შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსა და ჯარის. ჩვეულებრივი მავნებლები და მოღალატეები არიან. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ და ამ ყველაფერს აუცილებლად რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა კალაძემ.
