თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ მექაში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა.
თავდაცვის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ სამი სახელმწიფოდან რომელიმეზე შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება ყველა მათგანზე თავდასხმად.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიზანია აგრესიის ყველა ფორმის წინააღმდეგ კოლექტიური შეკავების გაძლიერება.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეთანხმება სამ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველა ასპექტის განვითარებას ითვალისწინებს.
კომენტარები
