ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებიდან მე-18 წლისთავზე იაპონიის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას და ხაზს უსვამს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2025 წლის 3 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას. იაპონია განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და გაძლიერების მიმართულებით“, – ნათქვამია იაპონიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
