ვეტერანთა საქმეთა სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს უფროსი, დავით ღვინჯილია „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას მედიასთან აფასებს.
როგორც ღვინჯილია აღნიშნავს, ბარამიძის განცხადება რეალობასთან ახლოს არ არის.
„მიუღებელი განცხადება იყო როგორც პიროვნულად. ეს არა მარტო მე მეხებოდა, ეხებოდა მთლიანად ვეტერანებს, ომის მონაწილეებსა და მთლიანად, საქართველოს. მის სიტყვებს არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს. მისი განცხადება თავიდან ბოლომდე ტყუილია. მგონია, რომ მან ამ განცხადებით საკუთარი თავი დააზარალა, ეს არის პირველ რიგში არაკაცური საქციელი და მეორე, მისი თავის მართლება საცოდაობა იყო“, – აღნიშნა დავით ღვინჯილიამ.
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა – ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.
