გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა, ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის ფონზე განაცხადა, რომ ქვეყანა „ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული ომის სამიზნე“. მან აღნიშნა, რომ არამეგობრული გარე ძალები შიშისა და განუსაზღვრელობის განცდის შექმნით გერმანიის შერყევას ცდილობენ.
„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა, დივერსიები, კიბერთავდასხმები თუ საგარეო ძალების ფარული ოპერაციები, რომლებიც გერმანიის დესტაბილიზაციას ან პირდაპირი ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად – ეს მუდმივი რეალობაა“, – განაცხადა მინისტრმა.
დობრინდტის კომენტარები გავრცელდა იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც რამდენიმე დღის წინ უკრაინულ თვითმფრინავთან შეუმჩნევლად მოხვედრილი, ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, დრონი შესაძლოა ავტობუსის მძღოლს ჩამოეგდო.
ამერიკული დაზვერვა ინციდენტს რუსეთს უკავშირებს; ბერლინში რუსეთის საელჩომ ლაიფციგის ინციდენტს ფაბრიცირებული პროვოკაცია უწოდა.
არაოფიციალურად მედიისთვის ცნობილი გახდა ბუნდესვერის მეხერნიხის ბაზასთან შემჩნეული საეჭვო უპილოტო საფრენი აპარატების შესახებაც, სადაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა, ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის ფონზე განაცხადა, რომ ქვეყანა „ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული ომის სამიზნე“.
მან აღნიშნა, რომ არამეგობრული გარე ძალები შიშისა და განუსაზღვრელობის განცდის შექმნით გერმანიის შერყევას ცდილობენ.