კონკრეტულ მაგალითებს, რომლებზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია რუსოფობიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სატელევიზიო არქივი ინახავს.
კერძოდ, როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა და „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა.
კომენტარები
