ტაილანდში ყოფილმა დეპუტატმა, ჩალონგრეავრაენგმა ცეცხლი გაუხსნა ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ყოფილ პოლიციელს თონგჩაი იენპრასერტს, რომელიც შემდგომ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმა თავად ორგანიზაციის შენობასთან მოხდა. სროლის შემდეგ ჩალონგმა YouTube-გადაცემის წამყვან ანჩალეე პაირიერაქთან პირდაპირი ეთერის დროს დარეკა და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
ჩალონგის განმარტებით, თონგჩაისგანფულადი დახმარება სთხოვა, რადგან 2011 წლიდან სისხლის დაავადებით ავადმყოფობს და მკურნალობაზე დიდი თანხების დახარჯვა უწევს.
მისივე თქმით, თონგჩაიმ საუბარზე უარი განაცხადა და მანქანისკენ გაემართა. სროლა მაშინ განხორციელდა, როცა, ჩალონგისვერსიით, თონგჩაის მძღოლმა იარაღი ამოიღო და მას დაუმიზნა.
მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ საზოგადოებრივ ადგილებში იარაღის ტარების წინააღმდეგ ღონისძიებების გამკაცრება დააანონსა.
