აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიფა-ს პრეზიდენტს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ჯანი ინფანტინოს შეცვლაზე მსჯელობაც კი უკვე დიდი შეცდომაა, რადგან ის კარგი ხელმძღვანელია.
„ფიფა საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეცვლას თუნდაც განიხილავს. ის ფანტასტიკურია, რადგან ახლახან ყველაზე წარმატებულ მსოფლიო ჩემპიონატს უხელმძღვანელა. თუ ის წავა, ტურნირი აღარასდროს იქნება ასეთი წარმატებული ან მომგებიანი“, – წერია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კანადასთან და მექსიკასთან ერთად აშშ-მაც უმასპინძლა. ფიფა-ში განხეთქილება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების 20%-იანი წილის კერძო ინვესტორებისთვის გაყიდვის ინიციატივით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მას რიგი სახელმწიფოების ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციებმა მხარი დაუჭირეს, ზოგი კი მისი გადადგომის მომხრეა.
