1992 წლის 14 აგვისტო – დღე, რომელმაც საქართველოს ისტორია შეცვალა. დღეს 34 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან.
პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 000-მდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 000 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კომენტარები
