34 წელი აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან – თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მიაგებენ. ადგილზე იმყოფებიან ომის ვეტერანები და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.
1992 წლის 14 აგვისტო – დღე, რომელმაც საქართველოს ისტორია შეცვალა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასამდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კომენტარები
