საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთში ვიზიტის დროს გაფორმებული დოკუმენტები სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.
პრემიერ-მინისტრმა ულან ნიაზბეკოვს მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დაესწრო.



