დიდი ბრიტანეთი უკრაინის 100%-ით მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა.
ენდი ბერნემი ლონდონში რუსეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მოსკოვი დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო შედეგებით დაემუქრა.
ბერნემის თქმით, „დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულ უკანონო ომში უკრაინას 100%-ით მხარს უჭერს“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ეს ამ კონფლიქტის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პოზიციას წარმოადგენს წინა პრემიერ-მინისტრების მხრიდან და ჩემ შემთხვევაშიც ასეა“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები
