უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად სპეციალურ ოპერაციას ატარებს კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელსაც რადას ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ხელმძღვანელობენ. მათ შორის არიან ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.
საქმის ფიგურანტების ვინაობა და სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სახალხო დეპუტატ ვადიმ სტოლარისა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა მუდრას მიმართ.
კომენტარები
