ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ცნობები უკრაინის ანტიკორუფციული უწყებების მიერ რადის დეპუტატებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელთანაც ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ტარდებოდა, სწორედ მუდრა იყო.
კომენტარები
