უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია.
კულებას თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ომის დასრულების შემდეგ ხმის მიცემის პროცესი უფრო დემოკრატიული იქნება. რაც შეეხება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას, კულებას თქმით, უკრაინამ შესაძლებლობების მაქსიმუმს უკვე მიაღწია და დასავლელი პარტნიორებისგან უფრო მეტ დახმარებას აღარ უნდა ელოდოს.
„მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები. ჩემს იდეალურ სამყაროში ომის დასრულებამდე ზელენსკი პრეზიდენტად რჩება – მას ხელახლა ირჩევენ არჩევნებზე. პარლამენტში კი ახალი სრულფასოვანი კოალიცია ყალიბდება, რომელშიც საპრეზიდენტო პარტია შეიძლება იყოს ერთ-ერთი მონაწილე“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
კულება უკვე მეორე ყოფილი მაღალჩინოსანია, მიხაილო ფედოროვის შემდეგ, ვინც ამბობს, რომ ომში მყოფ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ უნდა შეჩერდეს.
