შვეიცარიის ალპებში, ტრიფტის მყინვარის დნობის დროს, 34 წლის წინ, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ორი ბელგიელი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
ვალეს კანტონის პოლიციის ცნობით, მთამსვლელების ცხედრები ტურისტმა, 26 ივლისს, სამხრეთ შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან ახლოს, მყინვარზე აღმოაჩინა.
ცხედრები იდენტიფიკაციისთვის უოლისის საავადმყოფოს სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაასვენეს.
„დნმ-ის პროფილების პირდაპირი შედარებით ოფიციალურად დადასტურდა, რომ ცხედრები ორ მთამსვლელს ეკუთვნის, რომლებიც 1992 წელს, ვაისმისის რაიონში დაიკარგნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, ვალეს პოლიცია დაკარგული პირების შესახებ ჩანაწერებს 1925 წლიდან აწარმოებს.
კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობას აჩქარებს, რის შედეგადაც სულ უფრო ხშირად პოულობენ მრავალი წლის ან თუნდაც ათწლეულების წინ დაკარგული მთამსვლელების ცხედრებს.
