ყაზახეთში პარლამენტის (ყურულთაის) ახალი შემადგენლობა აირჩიეს.
ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მონაცემებით, პარტია „ადალეთი“ („სამართლიანობა“) ხმების 71,8%-ს მიიღებს, პარტია „აუილი“ („სოფელი“) – 6,4%-ს, „რესპუბლიკა“ – 5,4%-ს, საერთოეროვნული სოციალ-დემოკრატიული პარტია – 5,2%-ს, ხოლო „აკ ჟოლი“ („ნათელი გზა“) – 5,1%-ს.
ყველა ამ პარტიას ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა აქვს.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა უნდა გამოქვეყნდეს.
კენჭისყრა 10,4 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.
ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 74,19% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადა.
ცნობისთვის, პირველ ივლისს ყაზახეთში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც 15 მარტს ჩატარებულ ეროვნულ რეფერენდუმზე მიიღეს. ის ითვალისწინებს ერთპალატიანი პარლამენტის შექმნას, რომელშიც 145 დეპუტატი იქნება.
