უკრაინამ რუსეთის სამხრეთს დრონებით დაარტყა. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, იერიშის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. მისი თქმით, „უპილოტო აპარატის ნამსხვრევები“ კერძო საბავშვო ცენტრს დაეცა. დაშავდა კიდევ შვიდი ბავშვი და ორი ზრდასრული.
გარდა ამისა, უკრაინული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა Ozon-ის 3 საწყობი სხვადასხვა რეგიონში – ადიგეისკში, მაჰაჩყალასა და ნევინომისკში. მარკეტფლეისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადიგეისკსა და ნევინომისკში დაშავებულები არ არიან, ხოლო თვითონ ობიექტები და შიგნით არსებული საქონელი „წესრიგშია“. ამასთან, საწყობები ჯერჯერობით დახურულია. მაჰაჩყალაში კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
კომენტარები
