ჰოლივუდის მსახიობმა ენტონი ჰოპკინსმა თავისი პირველი მუსიკალური ალბომი Life Is a Dream წარადგინა. ფირფიტა მან ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაწერა, გუსტავო დუდამელის დირიჟორობით. ჩანაწერი ბოლო 60 წლის განმავლობაში ჰოპკინსის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს. კრებულის პირველი ტრეკი – Bracken Road მსახიობმა 10 ივლისს გამოუშვა. სულ ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა.
88 წლის ჰოპკინსი ამბობს, რომ მუსიკით 4 წლის ასაკში დაინტერესდა, მოზარდობისას კი კომპოზიციებს თეატრალური დადგმებისთვის წერდა.
2012 წელს ჰოპკინსმა მიიღო პრემია Classic Brit Award ალბომის And the Waltz Goes On შექმნაში მონაწილეობისთვის. გასულ წელს მან პირველად წარადგინა საკუთარი მუსიკა საუდის არაბეთში გამართულ კონცერტზე.
კომენტარები
