აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი „სრული კოლაფსის წინაშეა“.
ეს განცხადება მან იმ ეკონომიკური ზომების გამოცხადებამდე გააკეთა, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ირანი სრული კოლაფსის წინაშეა!“ – დაწერა ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი ეს პოსტი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მიერ ორშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციას უძღვის წინ, სადაც მან ირანის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერების გეგმა უნდა წარადგინოს.
კვირას, Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ბესენტმა აღნიშნა, რომ „ირანისთვის ეკონომიკური D-Dayახლოვდება“ და იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც თეირანთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ, თუმცა მოსალოდნელი განცხადების დეტალებზე ნაკლებად ისაუბრა.
კომენტარები
