უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული ივლისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი თვე აღმოჩნდა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან.
„ამ საშიში დინამიკის შესაჩერებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმის გარეშე – რაც პირველ რიგში დასახლებულ პუნქტებზე იერიშების შეწყვეტას გულისხმობს – მილიონობით უკრაინელს მორიგი ბნელი, ცივი და სასიკვდილო ზამთრის გატარება მოუწევს“, – აღნიშნა დიკარლომ.
კომენტარები
